დაიწყეთ დეკორატიული ყვავილების მოყვანა (მცირე ბიზნესი)

ავტორი: eka777 25-02-2012, 22:39, ნახეს: 1901

Share
0
დაიწყეთ დეკორატიული ყვავილების მოყვანა (მცირე ბიზნესი)

თუ ხართ დიასახლისი, არ ხართ დასაქმებულნი და დღის უმეტესი ნაწილის გატარება სახლში გიწევთ, შეგიძლიათ ფლორისტობას მიჰყოთ ხელი და საინტერესო ბიზნესი გააკეთოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ კერძო სახლი, გამოყავით ერთი ნათელი ოთახი, სადაც ისეთ დეკორატიულ ქოთნის ყვავილებს გააშენებთ, როგორებიც იშვიათად გვხვდება საქართველოში.

დაიწყეთ დეკორატიული ყვავილების მოყვანა (მცირე ბიზნესი)

საწყის ეტაპზე, ალბათ, მოგიწევთ სხვადასხვა სახის ყვავილების შესწავლა, მათი მოყვანის მეთოდების გაცნობა. ყვავილების მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ უცხოეთიდან გამოიწეროთ ყვავილის თესლები და აქ გაახაროთ. ბიზნესი გამორჩეული იქნება იმით, რომ ყვავილებს გაყიდით მხოლოდ ქოთნებით, მას შემდეგ, რაც ზრდის რაღაც ეტაპს მიაღწევენ ისინი.

ყვავილებს თავდაპირველად მეზობლებში გაყიდით, შემდეგ კი ახლო მდებარე საყვავილეებში. თუ ინტერნეტიც გეხერხებათ, სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი გვერდი, სადაც განათავსებთ სხვადასხვა ყვავილების სურათებს. სასურველია მოახდინოთ გვერდის პოპულარიზაცია და ნაცნობებსაც სთხოვოთ მისი გავრცელება.

ვფიქრობთ, დიასახლისებისთვის ყვავილების მოვლა და პატარა ორანჟერეას გაკეთება გარკვეული რელაქსაცია იქნება და გარკვეულ მოგებასაც მიიღებენ აქედან. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი გაამართლებს, საკუთარი მაღაზიის გახსნაზეც შეუძლიათ იფიქრონ.
ინტერნეტ საიტები, საიდანაც შესაძლოა ყვავილების თესლების

http://www.plant-world-seeds.com/store/view_flowers
http://www.tandmworldwide.com/?er=google;term=flower+seeds
http://www.epeony.com/?gclid=CNiwrP70nacCFZMK3wodcVYYbw
http://www.herbalfire.com/papaver-somniferum-opium-poppy-p-68.html

წყარო: http://startup.ge

კატეგორია: საინტერესო

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *