ხილის პუნში

ავტორი: taaaak 28-07-2012, 00:43, ნახეს: 1114

Share
0
ხილის პუნში


პუნში ცხელი ალკოჰოლური სასმელების ყველაზე ძველი და გავრცელებული სახეობაა, თუმცა ცივი და უალკოჰოლო პუნშებიც არსებობს. მას ძირითადად სიცივეში სვამენ შობა-ახალი წლისადმი და ყველიერისადმი მიძღვნილ მასკარადებსა და ბანკეტებზე. სახელწოდება ინდური ენიდან, კონკრეტულად კი ჰინდიდან მოდის, სადაც „paantsch“ ხუთს ნიშნავს, პუნშის თავდაპირველი კლასიკური რეცეპტი ხომ მკაცრად 5 ინგრედიენტისაგან შედგებოდა: ღვინო, მაგარი ალკოჰოლური სასმელი, შაქარი, ლიმონის წვენი ან ჩაი და სანელებლები (ძირითადად მიხაკი და დარიჩინი). საინტერესოა ისიც, რომ ჰინდის „paantsch“-ის წარმოშობას სპარსული „panj“-მდე მივყავართ, რაც ასევე ხუთს ნიშნავს. ევროპაში პუნშის რეცეპტი ინდოეთში მომსახურე ბრიტანელმა სამხედროებმა ჩამოიტანეს მე-17 საუკუნის დასაწყისში. იამაიკის დაპყრობის და რომის გემოს გასინჯვის შემდეგ პუნშში რომის დამატება დაიწყეს. ბრიტანეთის დოკუმენტებში „punch“-ის პირველი ხსენება 1632 წლით თარიღდება. 1671 წლიდან კი უკვე სპეციალური პუნშის ტავერნებიც იყო გახსნილი.


გთავაზობთ პუნშის ერთ–ერთ რეცეფტს:

ინგრედიენტები: 1 ჭ. ჩაი, 1ცალი ლიმონი, 3 ცალი ფორთოხალი, ნახევარი ჭიქა ჟოლოს სიროფი, 1 ს/კ შაქარი, 1 ჭ. გაზიანი წყალი, ანანასის წვენი, ყინული, ანანასი.


მომზადება: ცივი ჩაის შეურიეთ ლიმონის წვენს და 3ც. ფორთოხალი (დაჭრილი) დაუმატეთ შაქარი და ჟოლოს სიროფი, აურიეთ ყველაფერი ერთად და დაუმატეთ გაზიანი წყალი, ანანასის წვენი აურიეთ, დასხით ბაკლებში დაუმატეთ ანანასი და ყინული.

გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: სასმელი

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *