ინფექციური დაავადებები

ავტორი: shorena 18-01-2013, 01:22, ნახეს: 516

Share
0
ინფექციური დაავადებები


ინფექციური დაავადების, ჰეპატიტის, მოწამვლის შემდეგ ღვიძლის აღმდგენ და გამწმენდ საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ქრისტესისხლა. იგი შხამიანი მცენარეა, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს მის დოზირებას.

ნაყენი ასე მზადდება: 1 ჩაის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ქრისტესისხლას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ თითო ყლუპი.

ასევე ძალზე ეფექტურია ბაყაყურას ჩაი. ბაყაყურა ახდენს ღვიძლის ფუნქციის ნირმალიზებას, იცავს მის უჯრედებს, აქვს მსუბუქი ნაღველმდენი ეფექტი. მისი ჩაის მომზადება ძალიან ადვილია: 1 ჩაის კოვზ ბაყაყურას დაფქულ თესლს დასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 15-20 წუთს გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში და გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელ-ცხელი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა უზმოზე, სადილობამდე 30 წუთით ადრე და ძილის წინ 4-6 კვირის განმავლობაში. სვით ყლუპობით.


კატეგორია: ჯანმრთელობა

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *