მცენარეთა გამრავლება... » სრულყოფილება ხელმისაწვდომია


 
 
 


მცენარეთა გამრავლება...

ავტორი: eka777 18-09-2013, 20:54, ნახეს: 2936

Share
2
თებერვლის მეორე ნახევარი მცენარეთა გამრავლებისათვის საუკეთესოა, რადგანაც ამ დროს ვეგეტაციის პერიოდი იწყება და ტემპერატურა ყოველდღიურად მატულობს.
თუმცა, ეს ყველა მცენარეს არ ეხება. განსაკუთრებულად წარმატებულად ამ დროს დეკორატიული მცენარეების გამრავლება შეიძლება.

მცენარეთა გამრავლება...

თებერვლის ბოლოს, სასურველია, გავსხლათ გერანი, რომლის ძლიერი, ზედა ტოტები შეგვიძლია წყალში დავაფესვიანოთ ან პირდაპირ ქოთანში ჩავრგოთ.
დაახლოეებით ერთ თვეში იგი ზრდას დაიწყებს. ასევე ადვილად ფესვიანდება აუკუბა, ჯუჯა ვარდები ან სხვა ჯიშის ვარდებიც.

მცენარეთა გამრავლება...

დეკორატიული სუროების ჯიშები და წიწვოვანი მცენარეები. სუროს შემთხვევაში საჭიროა ტოტი პატარა კალმებად დავჭრათ და ქოთანში ან მიწაში ჩავარჭოთ.
იგი საკმაოდ ადვილად ფესვინდება. კარგია კლეროდენდრონის, აბუტილონის, ჰიბისკუსების სხვადასხვა ჯიშების და ფუქსიის ტოტების დაფესვიანება.
მათი კალმები ადვილად გამოიღებს ფესვებს თუკი შლამნარევ მიწაში ჩავრგავთ.

გაზაფხულზე არ შეიძლება კამელიებისა და აზალიების გამრავლება, რადგანაც ისინი აყვავებისთვის ემზადებიან.
მათი გამრავლებისთვის საუკეთესო დრო მეორე ვეგეტაციის პერიოდი _ 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდია.

მცენარეთა გამრავლება...

ერთწლოვანი მცენარეები

ერთწლოვანი მცენარეების წინასწარი გახარებისათვის გამოიყენეთ უფრო მსუბუქი სუბსტრატები (მიწისა და ტორფის ნარევი შემდეგი შეფარდებით 1:0–3).
ყინვისადმი მგრძნობიარე სახეობები გაახარეთ თბილ შენობაში (ბინა, ორანჟერეა, აფსკით დაფარული სათბური) და გადარგეთ 15 მაისის შემდეგ.

ქოთანი აავსეთ გრუნტით ისე, რომ ზევით დარჩეს 2 სმ თავისუფალი სივრცე. გახსენით თესლების პაკეტი და მიწას ქოთანში თანაბრად მოაყარეთ.
პატარა ზომის თესლებს (ყაყაჩოს თესლის ზომის) მიწა უმჯობესია, არ მოაყაროთ. დიდი ზომის თესლებს მოაყარეთ მიწის თხელი ფენა (0,5–1 სმ).

დათესვის შემდეგ ქოთანს შუშის ნაჭერი დააფარეთ (ძირითადად ეს ეხება მიწამოუყრელ პატარა ზომის თესლებს). შუშა ყოველდღე მოაშორეთ 5–10 წუთის განმავლობაში.
როცა პირველი ძირი თავს ამოყოფს, ახალგაზრდა მცენარეებს მოაყარეთ მიწის თხელი ფენა (1–2 მმ) და შუშა აღარ დააფაროთ.
ნორჩი მცენარეებისათვის აუცილებელია სინათლის საკმარისი რაოდენობა.

თუ თქვენ ბევრი თესლი გამოიყენეთ, ნორჩი მცენარეები განვითარების სტადიაზე 2 გამოღებული ფოთლით შეგიძლიათ ცალკცალკე გადარგოთ ქოთანში.
პატარა თესლებს (სელი) მიწის მოყრა აღარ ჭირდება, დათესვის შემდეგ შეგიძლიათ ნიადაგი ფოცხით აურიოთ.

დათესვის ადგილი: ა – ორანჟერეა, სათბური, ბინის ფანჯარა, 20–25 oC ტემპერატურა ბ – პირდაპირ მიწაში ციფრები აღნიშნავს წელიწადის თვეებს,
– (ტირე) ნიშნავს, რომ ნათესარი არ საჭიროებს გადარგვას (თესლები პირდაპირ ითესება მუდმივ ადგილას).

მცენარეთა გამრავლება...

მრავალწლოვანი მცენარეები

მრავალწლოვანი მცენარეების დათესვის მეთოდი იგივეა, როგორც ერთწლოვანებისა. მრავალწლოვანი მცენარეების ყველა სახეობა შეგიძლიათ გაახაროთ პირდაპირ ღია ცის ქვეშ (დასაწყისში ხეების ნახევრად ჩრდილში, მოგვიანებით კი მზეზე)

ხეები და ბუჩქნარები


თესლების დათესვა ისევე ხდება, როგორც ერთწლოვანებში, მაგრამ არის ერთი განსხვავება. ყინვაგამძლე სახეობების თესლები უნდა გაიყინოს. ამიტომ მათი დათესვა უნდა მოხდეს მარტ–აპრილში. ნათესი სადმე ბაღში ან ფანჯრის გარეთა რაფაზე დადგით, რათა ნათესზე იმოქმედოს ყინვამ და დაბალმა ტემპერატურამ.

არაყინვაგამძლე ჯიშები (ბინაში – აკაციები, ევკალიპტები, დაფნა, Protea,…) დათესეთ როგორც ერთწლოვანები და ნათესები 20–25 oC–ზე მოათავსეთ.
დათესვის სიღრმე თესლების ზომაზეა დამოკიდებული. ევკალიპტის წვრილ თესლებს მიწას არ აყრიან, არამედ უბრალო მიწაში ჩატკეპნიან.

დანარჩენ წვრილ თესლებს აფარებენ ნიადაგის თხელ ფენას. უფრო მსხვილ თესლებს (მუხა, ზეთისხილი) 3–5 სმ სიღრმეზე თესავენ.
დიდი ზომის თესლებს კი (წაბლი, თხილი) თესავენ 5–10 სმ სიღრმეზე.

მცენარეთა გამრავლება...

კატეგორია: მცენარეები

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.

<
  • პუბლიკაციები: 0
  • კომენტარები: 0
  • ICQ: --
29 მაი 2014 21:21

აჩიკო

ციტატა
  • ჯგუფი: სტუმარი
  • რეგისტრაცია: --
 
momwon tqveni saiti


<
  • პუბლიკაციები: 0
  • კომენტარები: 0
  • ICQ: --
14 ნოემბერი 2014 21:03

გიორგი ჩაგელიშ

ციტატა
  • ჯგუფი: სტუმარი
  • რეგისტრაცია: --
 
ძალიან საინტერესო გვერდია,გმადლობთ



კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *