ოსტრი

ავტორი: eka777 26-09-2013, 17:45, ნახეს: 4086

Share
0
ოსტრი

ოსტრი

მასალა:

საქონლის ხორცი 700 გრ;
ხახვი 2 - 3 თავი;
პომიდორი 3 - 4 თავი;
ტომატი 1/5 ს/კ;
ნიორი 2 კბილი;
ქინძი 1/5 კონა;
ქინძი ხმელი 1 ჩ/კ;
ოხრახუში 1/5 კონა;
ნაღების კარაქი;
მარილი;
წიწაკა;

მომზადება:

მზარეულები ხორცს მომცრო კუბებად ჭრიან, ათავსებენ ქვაბში, ურევენ ცოტაოდენ ნაღების კარაქს, დგამენ დაბალ ცეცხლზე, ხოლო მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ხორცი ფერს შეიცვლის, ამატებენ ხახვს და ერთად შუშავენ. როცა წვენი ჩაშრება, ასხამენ ადუღებულ წყალს ისე, რომ ნაჭრებს შემოადგეს და დაბალ ცეცხლზე ხარშავენ საბოლოო მომზადებამდე.

ჩარბილებული ხორცის ნახარში გადააქვთ ცალკე ჭურჭელში; ნაჭრებს წვრილად დაკეპილ პომიდვრებს, ტომატს ასხამენ და შუშავენ 10-15 წუთის განმავლობაში.

კერძის სოუსის სისქეს არეგულირებენ ნახარშით; მზდების ბოლოს ამატებენ სანელებლებს, დაჭ@@@ტილ ნიორს და დაკეპილ მწვანილებს.

ოსტრი
ოსტრი
ოსტრი
ოსტრი
ოსტრი
ოსტრი
ოსტრი

კატეგორია: კერძები

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *