შოკოლადის ბლინები

ავტორი: eka777 25-11-2011, 21:45, ნახეს: 3763

Share
1
შოკოლადის ბლინები

შემადგენლობა:

შოკოლადი - 100 გრ (70%)
რძე - 250-300 მლ
ფქვილი - 300 გრ
მარილი - 1/4 ჩ/კ
კვერცხი - 3 ცალი
კარაქი - 40 გრ
შაქრის პუდრა - 40 გრ
კაკაო - 20 გრ
ზეთი - 20 მლ

ეს არის ფრანგული დესერტი.
ამ ბლინებში შეიძლება გავახვიოთ ნებისმიერი გულსართი: ხილი, ხაჭო, მურაბა...
შოკოლადი დავამტვრიოთ და გავადნოთ დაბალ ცეცხლზე.
გავაცხელოთ 250 მლ რძის ნაწილი და ჩავასხათ გამდნარ შოკოლადში. კარგად ავურიოთ.
გავცრათ ფქვილი და დავამატოთ კაკაო, შაქრის პუდრა, მარილი. ამ მასას დავამატოთ დარჩენილი რძე.
ავთქვიფოთ კვერცხი ისე რომ აქაფდეს.
ჩავასხათ ათქვეფილი კვერცები ბლინების ცომში ნელ-ნელა და ვურიოთ.
კარაქი გავადნოთ და ჩავასხათ ცომში,მანდვე შეიძლება ჩავასხათ ლიქიორი ან რომი.
თუ ცომი გამოვიდა თხელი, დავამატოთ ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი არაჟნის კონსისტენციის.
ავურიოთ და დავტოვოთ 2 საათით.
ტაფა გავაცხელოთ, დავადოთ კარაქი.
გამოვაცხოთ ბლინები.

მიირთვით გემრიელად!
წყარო: M|group (HoReCa) - http://www.facebook.com/mgroup.HoReCa?ref=ts

კატეგორია: ნამცხვარი

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.

<
  • პუბლიკაციები: 0
  • კომენტარები: 15
  • ICQ: : ))
17 თებერვალი 2012 21:51

nini

ციტატა
  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 25.12.2011
 
ra gemrielad gamoiyureba (inlove)



კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *